თურქეთის „ჰათაისფორში“ გადასვლის შემდეგ, გიორგი აბურჯანიამ სასტარტო შემადგენლობაში მე-5 მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მე-5 ტურში ჰათაელები გასვლაზე „ქარაგიუმრუქს“ შეხვდა და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს. „ჰათაისფორს“ 7 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის მე-9 ტურში „პეტროლული“ გასვლაზე „კლუჟთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმართა განაცხადსი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი აბუაშვილი არ იყო.
ლაშა თაბაგარი
