გერმანიის ნაკრებს ნაგელსმანი გაწვრთნის

0
7

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს იულიან ნაგელსმანი გაწვრთნის. ავტორიტეტული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა 36 წლის სპეციალისტთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია და ახლა მხოლოდ ოფიციალური კონტრაქტია გასაფორმებელი. ნაგელსმანი 10 სექტემბეს დათხოვნილ ჰანსი ფლიკს შეცვლის და ბუნდესნაკრებს მომავალ წელს გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელფასი წელიწადში 400000 ევრო იქნება.
ნაგელსმანი 2021 წლიდან მიუნხენის „ბაიერნს“ ავარჯიშებდა, საიდანაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაითხოვეს. ის 2016-2019 წლებში „ჰოფენჰეიმს“ ხელმძღვანელობდა, რომელსაც არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა. გერმანელი სპეციალისტი 2019-2021 წლებში „ლაიფციგს“ უძღვებოდა, რომელიც თავის სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი