სამხრეთ კორეის „ულსანმა“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის აზიის ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო. ქართველის გუნდმა I ჯგუფის პირველ მატჩში ტაილანდის „პატუმს“ უმასძპინლა და 3:1 გაიმარჯვა.
მატჩი ფაქტობრივად ცარიელი ტრიბბუნების წინ და ძალიან ცუდ მოედნის საფარზე ჩატარდა, ხოლო მისი გმირი უნგრეთის ეროვნული გუნდის ფორვარდი მარტინ ადამი აღმოჩნდა. ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გამორჩეული არ იყო, მაგრამ საგოლე პასი მაინც შეასრულა.
28-ე წუთზე „ულსანის“ ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და სტუმართა მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია, ლის პასი კი ადამმა ანგარიში გახსნა.
41-ე წუთზე „პატუმის“ კონტრშეტევის დროს მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა ალვარესმა კარში დაარტყა, თუმცა მცველის ფეხიდან ბურთი სტიუარტს მიუვიდა, რომელმაც საპასუხო ბურთი გაიტანა.
73-ე წუთზე „ულსანმა“ კარგი კომბინაცია გაითამასა, რომელიც ადამმა ზუსტი დაარტყმით დაასრულა. ამ ეპიზოდიდან ხუთ წუთში ტაილანდელთა საჯარიმოში მყოფმა ყაზაიშვილმა თანაგუნდელისგან მიღებული ბურთი ერთი შეხებით ადამს დაუგდო, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა.
90-ე წუთზე ყაზაიშვილმა ქულით გაკეთებული კარგი გადაცემით „კედელი“ გაითამაშა „პატუმის“ საჯარიმოში და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ბოტპრომს ვერ აჯობა.
ლაშა თაბაგარი
