შტეფან კუნცს თურქეთის ნაკრებიდან უშვებენ

0
4

შტეფან კუნცს თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაატოვებინებენ.
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირას ინფორმაციით, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ 60 წლის გერმანელ სპეციალისტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
კუნცი თურქების თავკაცად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში სექტემბერში თურქებმა შინ სომხეთს (1:1) ვერ მოუგეს, ხოლო იაპონიასთან ამხანაგურ შეხვედრაში 2:4 დამარცხდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კუნცის შემცვლელად გერმანიის ნაკრების ექსთავკაცი იოახიმ ლიოვი, ასევე იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ვინჩენცო მონტელა მოიაზრებიან.
ლაშა თაბაგარი