გველესიანის კლუბმა კრიშტიანუ რონალდუს ხალიჩა აჩუქა

0
48

ირანის „პერსეპოლისის“ წარმომადგენლებმა საუდის არაბეთის „ალ ნასრის“ პორტუგალიელ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს პატივისცემის ნიშნად სპარსული ხალიჩა აჩუქეს.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ირანში ჩასვლას აზიის ჩემპიონთა ლიგაში „პერსეპოლისთან“ დასაპირისპირებლად დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გულშემატკივრების დიდი ჯგუფი რონალდუს აეროპორტში დახვდა, ხოლო შემდეგ „ალ ნასრის“ ავტობუსს ფეხით გაეკიდა, რის გამო, ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. შემდეგ ეს ქომაგები სასტუმროში შეიჭრნენ, სადაც არაბული გუნდის ფეხბურთელები დაბინავდნენ და ხმამაღლა სკანდირებდნენ: „რონალდუ, რონალდუ“.
გარდა ამისა, ირანული ონლაინ-პლატფორმები ყველაფერს ყიდიან რასაც 38 წლის ფეხბურთელი შეეხო – საზამთროს, ხელსახოცს და ხალიჩის ძაფს.
„პერსეპოლისი“, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის აზიის ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის პირველ ტურში „ალ ნასრს“ ხვალ ეთამაშება. ამ ჯგუფში ასევე კატარის „ალ დუჰაილი“ და ტაჯიკეთის „ესტეღლალი“ გამოდიან.
ლაშა თაბაგარი