ელგუჯ ლობჯანიძემ „ჰელონძიანის“ შემადგენლობაში ჩინეთის რანგით მეორე ლიგაში თავისი მე-4 გოლი გაიტანა.
24-ე ტურში „ჰელონძიანმა“ შინ „გუანგჯის“ უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა. სტუმრებმა საპასუხო ბურთი 45-ე წუთზე გაიტანეს. ლობჯანიძე 85-ე წუთზე შეცვალეს. მან „ჰელონძიანში“ ჩატარებულ 11 მატჩში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო და 1 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
