ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრა ჩაატარა.
სერია B-ს მე-5 ტურში კრემონელები სტუმრად „რეჯანას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
ლოჩოშვილმა, რომელიც გაუგებარი მიზეზის გამო ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში სექტემბრის ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრებში არ მიიწვიეს, შეუცვლელად ითამაშა.
„კრემონეზემ“ პირველი ტაიმი 0:2 წააგო, ხოლო შესვენების მერე 2 გოლი გაიტანა და ქულა გადაარჩინა. კრემონელები 6 ქულით 20 გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-6 ტურში „კარლსრუემ“ „კაიზერსლაუტერნი“ მიიღო და ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში ისევ არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. განვლილ თამაშში ორივე გოლი შესვენებამდე გავიდა – „კაიზერლსაუტერნმა“ ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე გაიტანეს.
ლაშა თაბაგარი
