გიორგი გულიაშვილმა ზაფხულში „ველეჟში“ გადასვლის შემდეგ, ბოსნიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.
მე-7 ტურში „ველეჟი“ სტუმრად „იგმანს“ შეხცდა და 4:2 დაამარცხა. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და თავი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გამოიჩინა. მან ბურთი საჯარიმოში მიიღო და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა.
გულიაშვილი გასული სეზონის მეორე ნახევარში „სარაევოში“ გადავიდა, სადაც მიმდინარე სეზონიც დაიწყო, მაგრამ ზაფხულში „ველეჟში“ გაანათხოვრეს.
ლაშა თაბაგარი
