ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ მაისურით ამ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში მეოთხე საგოლე პასი შეასრულა. გრაცელებმა 30-ე ტურში სტუმრად „ზალცბურგთან“ ქულა გადაარჩინეს და ამაში თვისი წვლილი საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმაც შეიტანა.
„შტურმის“ სასტარტო შემადგენლობაში ჩვენი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიზო მამაგეიშვილი იყო, რომელმაც მე-5 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 73-ე წუთზე კიტეიშვილმა შეცვალა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კიტეიშვილმა ბურთი მასპინძლების ნახევარზე მიიღო და ორ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ კარგი პასი მისცა საჯარიმოში გახსნილ კაიომბოს, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ცნობისთვის, ოთარმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 31 ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში ლიდერია და ქულით სჯობს ლასკს, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
რუმინეთის ჩემპიონატის საჩემპიონი ჯგუფის მე-7 ტურში კრაიოვას „უნივერსიტატიამ“ ბუქარესტის „დინამო“ მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს. „უნივერსიტატია“ 45 ქულით 6-გუნდიან ჯგუფში ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ კლუჟის „უნივერსიტატიას“ 3 ქულით სჯობს.
ლაშა თაბაგარი





