ლოჩოშვილის გუნდის ქულა სტუმრად

0
1

„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 32-ე ტურში სტუმრად „ფიურტთან“ ქულა აიღო – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის მე-13 წუთზე მასპინძლებიდან თავი ფუტკეუმ გამოიჩინა, ხოლო სტუმრებიდან ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე გრუბერმა გაათანაბრა. „ნიურნბერგი“ 32 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი