გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამის “აიაქსში” თავისი მეორე შეხვედრა ჩაატარა. ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-5 ტურში ამსტერდამელები სტუმრად “ტვენტეს” შეხვდნენ და 1:3 წააგეს. ამჯერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც სტუმრები 1:2 მარცხდებოდნენ.
მიქაუტაძემ, რომელშიც “აიაქსმა” 16 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ჯერჯერობით ქართველმ ფეხბურთელმა ახალ გუნდს ალღო ვერ აუღი. “ტვენტესთან” შეხვედრაში მან ბურთი სულ 3-ჯერ მიიღო – ერთხელ აუტიდნ თანაგუნდელმა მიაწოდა და უკან დაუბრუნა, ერთხელ დაკარგა, ხოლო ერთხელაც თავად მისცა პასი პარტნიორს.
რთული სათქმელია მიქაუტაძეს ახალ გუნდელებთან კომუნიკაცია უჭირს თუ ენის ბარიერი აქვს, მაგრამ ფაქტია ჯერ “აიაქსში” სათანადოდ ვერ ჩაეწერა. ისიც სათქმელია, რომ ამსტერდამელები ამ სეზონში არცთუ დამაჯერებლები არიან და ეს განვლილ დაპირისპირებაშიც დადასტურდა, როდესაც “ტვენტემ” პირწმინდად დაჩაგრა. აქვე გეტყვით, რომ “ტვენტეს” განაცხადში შემტევი ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი არ იყო, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი ევრო 2025-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად მოლდოვასთან 1:0 მოგებულ მატჩში ჰქონდა.
“აიაქსს” 5 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში “ფროზინონემ” თავის მოედანზე “სასუოლო” 4:2 დაამარცხა. მასპინძლების განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბი გიორგი კვერნაძე იყო, რომელსაც არ უთამაშია. “ფროზინონე” 7 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი მიქაუტაძის მეორე უიღბლო მატჩი