საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-6 ტურში „ბორდომ“ სტუმრად „ვალანსიენი“ დაამარცხა და თავისი გუნდის გამარჯვებაში წვლილი ზურიკო დავითაშვილმაც დაიდო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამში 71-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 88-ე წუთზე დავითაშვილი ორ მეტოქეს გაცდა და პასი პიტუს გაუკეთა, რომელმაც გამარჯცების გოლი გაიტანა.
„ბორდომ“ მიმდინარე სეზონში მესამე თამაში მოიგო და 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
