მაქაცარიას დუბლი ყაზახეთში

0
2

თამაზ მაქაცარიამ ყაზახეთის რანგით მეორე ლიგაში დუბლი შეასრულა. 23-ე ტურში „ჟენისი“, რომელსაც ქართველი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონის მსვლელობის დროს შეუერთდა თავის მოედანზე „თურქისტან“ 2:1 აჯობა.
მაქაცარიამ 23-ე წუთზე შორია მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ანგარიში გახსნა. სტუმრებმა 54-ე წუთზე საპასხუო ბურთი გაიტანეს. 86-ე წუთზე მაქაცარიამ „თურქისტანის“ საჯარიმოში მცველს დაასწრო და თავის გუნდს მოაგებინა. მან ახალ გუნდში თავი მეოთხედ გამოიჩინა. მაქაცარიამ ეს სეზონი ყაზახეთის პრემიერლიგის „ჟეტისუში“ დაიწყო, სადაც 13 შეხვდრაში 1 გოლი მიითვალა. „ჟენისი“ 47 ქულით 15-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
გათამაშების ლიდერმა „ეილიმაიმ“ სტუმრად „ეკიბასტუზეცს“ 4:0 აჯობა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ბექა ქავთარაძემ 63-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 საგოლე გადაცემა და 12 გოლია.
ლაშა თაბაგარი