„ალ ახდუდმა“, რომელშიც სოლომონ კვერკველია გამოდის, საუდის არაბეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში ქარიმ ბენზემას „ალ იტიჰადს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში მე-6 მატჩი შეუცველლად ჩაატარა. სტუმრებიდან გამარჯვების გოლი 72-ე წუთზე ბენზემამ გაიტანა, რომლის გუნდი გათამაშების ლიდერია. განვლილ მატჩში „ალ იტიჰადში“, რომელსაც პორტუგალიელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ წვრთნის, ბენზემას გარდა, ნგოლო კანტემ და ფაბინიომ ითამაშეს.
„ალ ახდუდი“ 4 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
