დრაქსლერი კარიერას ყატარის ჩემპიონატში განაგრძობს

0
4

„პარი სენ ჟერმენი“ გარემარბ იულიან დრაქსლერს ყატარის „ალ აჰლიში“ ყიდის. Sky Sport-ის ჟურნალისტის ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით 29 წლის გერმანელის სანაცვლოდ ფრნაგული კლუბი 20 მილიონ ევროს მიიღებს. დრაქსლერი „ალ აჰლისთან“ კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს.
ცნობისთვის, დრაქსლერს „ ალ აჰლიში“ გადასვლა მანამდეც შეეძლო, მაგრამ ოჯახური პირობების გამო იუარა.
პსჟ-მ გერმანელი ფეხბურთელი „ვოლფსბურგიდან“ 2016 წლის დეკემბერში 42 მილიონ ევროდ იყიდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 198 მატჩში 26 გოლი გაიტანა.