საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ფიფამ 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვების 12 ნომინანტს შორის დაასახელა. ფიფა The Best Men’s Player-ის გამარჯვებულს თავის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალ Best FIFA Football Awards-ზე დაასახელებს.
ხვარაცხელიას გარდა, ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშის წოდების მოსაპოველბად ასეევ იბრძოლებენ:
ხულიან ალვარესი (არგენტინა, მანჩესტერ სიტი)
მარსელო ბროზოვიჩი (ხორვატია, ან-ნასრი)
კევინ დე ბრუინი (ბელგია, მანჩესტერ სიტი)
ილკაი გუნდოგანი (გერმანია, ბარსელონა)
ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი)
როდრი (ესპანეთი, მანჩესტერ სიტი)
კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ)
ლიონელ მესი (არგენტინა, ინტერ მაიამი)
ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, ნაპოლი)
დეკლან რაისი (ინგლისი, არსენალი)
ბერნარდო სილვა (პორტუგალია, მანჩესტერ სიტი)
Best FIFA Football Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი და საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელები, წლის საუკეთესო მწვრთნელები ქალთა და მამაკაცთა ფეხბურთში, წლის საუკეთესო ქალი მეკარე და საუკეთესო მამაკაცი მეკარე, წლის საუკეთესო გულშემატკივრები, წლის საუკეთესო გოლის ავტორი (პუშკაშის პრემია), ფეარ-პლეის პრიზის მფლობელი გამოვლიანდებიან.
მამაკაცთა ფეხბურთში წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში წარდგენილნი არიან: პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), ხავი (ბარსელონა), სიმონე ინძაგი (ინტერი), ლუჩანო სპალეტი (ნაპოლი-იტალიის ნაკრები), ანგელოს პოსტეკოგლუ (ტოტენჰემი).
წლის საუკეთესო მეკარის პრიზზე ნომინირებულები არიან: იასინ ბონო (სევილია-ალ ჰილალი, მაროკოს ნაკრები), ტიბო კურტუა (რეალი, ბელგიის ნაკრები), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილიის ნაკრები), ანდრე ონანა (მანჩეტერ იუნაიტედი, კამერუნის ნაკრები), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, გერმანიის ნაკრები).
ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა გულშემატკივრების, ჟურნალისტების, ეროვნული ნაკრებების კაპიტნებისა და მწვრთნელების ხმის მიცემით ხდება. გულშემატკივართა გამოკითხვა ფიფას ოფიციალურ საიტზე 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება
