გიორგი ქოჩორაშვილი: “დაკარგული არაფერია”

0
2

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილს მიაჩნია, რომ ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში შინ ჩრ.ირლანდიასთან 0:1 წაგებით დაკარგული არაფერია.
გიორგი ქოჩორაშვილი: “რა თქმა უნდა, წინ კიდევ სამი თამაში გველოდება და მესამე შეხვედრა ისევ ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ იქნება. შევეცდებით, მაქსიმალური შედეგი დავაფიქსიროთ. დღევანდელი მატჩიდან უნდა მივიღოთ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ შევეცდებით, დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი გავაკეთოთ. სამი თამაშია დარჩენილი და დაკარგული არაფერია.
ძალიან  ემოციური იყო. როცა მოედანზე გავდიოდი, მეც ის პატარა ბავშვი ვიყავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეროვნული ნაკრების თამაშზე მოდიოდა. ახლა კი თავად ვიდექი მოედანზე და ის ბავშვები, რომლებიც ტრიბუნებზე იყვნენ, ჩვენ გვამხნევებდნენ. მინდა ვუთხრა, რომ საკუთარი თავის სჯეროდეთ”.
ჩვენი გუნდი ჯგუფში მეორე შეხვედრას 28 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 28 სექტემბერს ჩაატარებს უკრაინასთან, რომელმაც სტუმრად უნგრეთს 1:0 აჯობა.
ლაშა თაბაგარი