ოთარ კიტეიშვილი: “ეს ჩვენი გამოსასწორებელია”

0
0

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის მიაჩნია, რომ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის B ლიგის მე-2 ჯგუფში შინ ჩრ.ირლანდიასთან 0:1 მარცხის მერე, ვითარება მათი გამოსასწორებელია.
ოთარ კიტეიშვილი: “ცუდი სტარტია, ის არაა, რასაც ვგეგმავდით. ეს ჩვენი გამოსასწორებელია. შესაძლოა კარგიცაა, რომ ეს პირველ თამაშში მოხდა. უბრალოდ, მეტია საჭირო ჩვენი მხრიდან.
ვცდილობ, რომ მეტი სათამაშო დრო მივიღო, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა ასე გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრის ბევრი რაოდენობა არ იყო, მაგრამ ბავშვებისგან იგრძნობოდა მუხტი და ძალინ ორგანიზებული ქომაგობა იყო. ძალიან დიდი მადლობა მათ. სამწუხაროა, რომ კარგი შედეგი ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ პირველი თამაშია და ეს მხოლოდ დასაწყისია“.
ჩვენი გუნდი ჯგუფში მეორე შეხვედრას 28 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 28 სექტემბერს ჩაატარებს უკრაინასთან, რომელმაც სტუმრად უნგრეთს 1:0 აჯობა.
ლაშა თაბაგარი