ჰანდანოვიჩი კარიერას ასრულებს და „ინტერში“ იმუშავებს

0
4

სლოვენიის ეროვნული ნაკრების და მილანის „ინტერის“ყოფილი მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი კარიერას ასრულებს. იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 39 წლის სლოვენიელი „ინტერში“ თანამდებობას დაიკავებს.
ჰანდანოვიჩი მილანურ კლუბში 2012 წლიდან გამოდიოდა და საერთო ჯამში ყველა ტურნირში 455 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მე-9 ადგილს ჩილელ ივაან კორდობასთან ერთად იყოფს.
სლოვენიელმა „ინტერის“ მაისურით 166 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა და 32 მოგერიებული პენალტით სერია A-ს ყველა დროის რეკორდსმენია. ჰანდანოვიჩმა „ნერძურისთან“ ერთად 5 ტიტული მოიგო – ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, 2-ჯერ იტალიის თასი და სუპერთასი.
ლაშა თაბაგარი