ფრანგული „ლიონის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსო იქნება, რომელიც გასულ კვირაში დათხოვნილ ლორან ბლანს შეცვლის.
იტალიელი ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი „ლიონის“ ხელმძღვანელებს შეუთანხმდა და მხოლოდ კონტრაქტის გაფორმება დარჩა.
გროსო 2007-2009 წლებში „ლიონში“ გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 78 მატჩში 2 გოლი გაუტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა. მან 2008-2009 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
45 წლის სპეციალისტი 2021-2023 წლების სეზონში „ფროზინონეს“ წვრთნიდა, რომელიც სერია A-ში გადაიყვანა, მაგრამ თანამდებობა დაატოვებინეს და მის ნაცვლად ეუსებიო დი ფრანჩესკო დანიშნეს.
მანამდე, ის იტალიის „ბარის“, „ვერონას“, „ბრეშას“ და შვეიცარიის „სიონს“ წვრთნიდა.
„ლიონმა“ 4 ტურში 1 ქულა აიღო და 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
