ფუტსალის ნაკრები ელიტ რაუნდის სასტარტო მატჩისთვის შეიკრიბა

0
3

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.
ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისში ვარჯიშობს, სადაც 15 სექტემბერს, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, 20 სექტემბერს კი, პორტუგალიასთან სტუმრად გამართავს შეხვედრას.
მოახლოებული მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანმა 14 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი).
წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ირაკლი თოდუა (ნიუვ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ფერნანდო (ჯოინვილი, ბრაზილია) შაგინია (მალიორკა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (მალიორკა, ესპანეთი), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო)