„ალ არაბიმ“ მარკო ვერატი წარადგინა

0
5

მარკო ვერატი კარიერას დოჰას „ალ არაბიში“ განაგრძობს. იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ყატარულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა.
იტალიელი ჟურნსლისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „პარი სენ ჟერმენი“ 45 მილიონ ევროს მიიღებს.
ვერატი პსჟ-ში 2012 წელს იტალიის „პესკარადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 416 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მან საფრანგეთის ლიგა 1 ცხრაჯერ მოიგო, ხოლო საფრანგეთის თასს 6-ჯერ დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი