ფერნანდუ სანტუში პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ ნახსენები ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახური იუწყება.
68 წლის პორტუგალიელი პოლონელებს 2023 წლის იანვრიდან ავარჯიშებდა. გუნდმა მისი ხელმძვანელობით ჩატარებული 6 მატჩიდან 3 მოიგო და 3 წააგო. ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლში E ჯგუფის მე-5 ტურის მატჩში პოლონელები სტუმრად ლიდერ ალბანეთთან 0:2 დამარცხდნენ და 6 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან.
პოლონეთის ნაკრებმადე სანტუში 2014-2022 წლებში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა, რომელსაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 2019 წელს – ერთა ლიგა.
ლაშა თაბაგარი