საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ამჯერად, რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი კიშიონიოვში მოლდოველთ თანატოლებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
ქუთაისში გიბრალტართან მოგებულ პირველ მატჩთან შედარებით საქართველოს ნაკრების თავკაცმა სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილებ განახორციელა – მაქაცარიას ნაცვლად კარში ხარატიშვილი ჩადგა, დაცვაში რუხაძე მამაცაშვილმა შეცვალა, ნახევარდაცვაში ტრავმირებული სიგუა – ოსიყმაშვილი, ხოლო ოდიშარია – მორჩილაძემ.
ჩვენ გუნდს პირველი ტაიმში ძალიან დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა და ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა.
მატჩის მე-7 წუთზე მოლდოვე;მა ფეხბურთელმა თავისი ნახევრის მარცხენა ფლანგიდან უკან პარტნიორს ძალიან ცუდი გადაცემა გაუკეთა და მეკარეს პირისპირ გიორგი კვერნაძე შეატოვა, რომელსაც შმალენეამ აუღო. ცოტა ხანში, შორი მანძილიდან საბა მამაცაშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა დაა ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
34-ე წუთზე ვასილიოს გორდეზიანი მეურვეს გაექცა და ბურთს დაეუფლა, რის შემდეგ მოლდოველთა საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი შორეულ კუთხეში არაზუსტად „მოჭრა“. ტაიმის მიწურულს გორდეზიანმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და მოლდოველთა მეკარე ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.
შეხვენების შემდეგ, მოლდოველებმა თითქოს გააქტიურდნენ და 55-ე წუთზე კარში პირველად დაარტყეს, მაგრამ ლისუს მიერ მარცხენა მახვილი კუთხიდან გაგზავნილ ბურთს ხარატიშვილი დაეუფლა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა მალე დაიბრუნა და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა.
61-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ოთარ მამაგეიშვილმა მეტოქის საჯარიმოში ზუსტი პასი გორდეზიანს გაუკეთა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრიდან თავით დაარტყა და შმალენეა ბურთს ნახტომში დაეუფლა.
70-ე წუთზე, გიორგი მაისურაძე მასპინძლების ნახევარზე ორ მეტოქეს გაცდა და გორდეზიანი მოძებნა, რომელმაც შეტევა მარცხენა ფლანგზე მამაცაშვილს გააგრძელებინა, ამ უკანასკნელის ჩაწოდების შემდეგ მოლდოველთა საჯარიმოში ბურთი ლაშა ოდიშარიამ მიიღო, რომლის მოჭრილი დარტყმის მერე, შმალენეამ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში მაისურაძემ პასი მოწინააღმდეგის საჯარიმოში გააკეთა, სადაც ჯადული იობაშვილმა გაატარა ბურთი, რომელსაც შორეულ ძელთან კვერნაძემ კი მიასწრო, მაგრამ თავით არაზისტად დაარტყა.
77-ე წუთზე კვერნაძე უტევდა მარცხნიდან და მისი ჩაწოდებული ბურთი მოლდოველთა მცველმა მოიგერია, ხოლო ხელსაყრელი პოზიციიდან ნოდარ ლომინაძის დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. მე-80 წუთზე მარცხნიდან კვერნაძე გაუკეთა მოლდოველთა საჯარიმოში გადაცემა იობაშვილს, რომლის თავური მცირედით არაზუსტი აღმოჩნდა.
84-ე წუთზე ლაშა ოდიშარიამ თავისი ნახევრიდან დაიწყო შეტევა და მას მერე რაც ერთ მოწინააღმდეგეს გაცდა, ლომინაძესთან კედელი გაითამაშა, რის შემდე, ცრუ მოძრაობით კიდევ ერთ მოლდოველს აუარა გვერდი, რასაც საჯარიმოში იობაშვილის მისამართით ზუსტი პასი მიაყოლა, ხოლო თბილისის „დინამოს“ ფორვარდმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა. 90-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში ნიდერლანდების „ტვენტეს“ ნახევარმცველის ირკლი ეგოანიას დებიუტი შედგა, რომელსაც პირველი შეხებით ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ მეკარემ მისი დარტყმული გაანეიტრალა.
შეხვედრის ბოლო წუთზე მოლდოველებმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი სტუმართა კარის შორეულ ძელთან ჩაკიდეს, სადაც ყველას იოვუმ დაასწრო და ახლო მანძილიდან უფრო კარგად რომ დაერტყა, ალბათ, ანგარიშს გაათანაბრებდა, მაგრამ საბოლოოდ ხარატიშვილმა დამაჯერებლად ითამაშა.
საქართველოს ნაკრები 6 ქულით C ჯგუფში მეორე ადგილზეა. ჩვენი 21-წლამდელები მომდევნო შეხვედრას ლიდერ ნიდერლანდებთან 12 ოქტომბერს ბათუმში ჩაატარებემ.
მოლდოვა – საქართველო 0:1(0:0)
12 სექტემბერი. კიშინიოვი. სტადიონი „ზიმბრუ“.
მოლდოვა: შმალენეა. კალესტრუ, ბორში (კ), იოვუ, მოტოცი, კუკოში, ლისუ (სტავერი, 65), დოიგი, ბულმაგა (ბოტნარი, 70), მიშკოვი (მუნტიანი, 70), რაილეანუ.
მთავარი მწვრთნელი: სტეფან სტოიკა.
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი (კ), მაისურაძე (გეგუჩაძე, 86), მამაცაშვილი, გოგლიჩიძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე (ოდიშარია, 46), ლომონაძე, ოთარ მამაგეიშვილი (აბუაშვილი, 74), გორდეზიანი (იობაშვილი, 74), კვერნაძე (ეგოიანი, 90).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლი: 0:1 იობაშვილი (84)
გაფრთხილება: ოსიყმაშვილი (49), კალესტრუ (74), ბორში (88), მოტოცი (90+5)
მთავარი მსაჯი: ანტი მუნუკა (ფინეთი)
ლაშა თაბაგარი
