ილია ვახანია: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ დამკავშირებია“

0
2

„როსტოვის“ მცველმა ილია ვახანიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეპატიჟებოდნენ.
„ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, თუმცა, სოციალურ ქსელში რაღაც „ფეიქ“ გვერდებიდან მწერდნენ, რომ თითქოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციუდან იყვნენ და მათთან გადასვლას მთავაზობდნენ.
ვფიქრობდი თუ არა ამის შესახებ? არა, არ ვფიქრობდი. მხოლოდ საკლუბო ფეხბურთზე ვიყავი კონცენტრირებული და ახლა გლობალურად მხოლოდ „როსტოვზე“ ვფიქრობ. დიახ, ახალ რუსეთის ნაკრებში ვარ. თუმცა, იქ გამოძახება კლუბში თამაშზეა დამოკიდებული. ამიტომ, მთავარია თავი კარგად წარმოვაჩინო. არა მგონი, კარპინმა სადმე სხვაგან გამიშვას, ვიდრე თავად ნაკრებში მუშაობს“- ციტირებს ვახანიას championat.com.
ის „როსტოვს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 5 მატჩი ჩაატარა.
ვახანიას მამა ქართველი ჰყავს, ხოლო თავად სანკტ-პეტერბურგშია დაბადებული და „ზენიტის“ აკადემიის აღზრდილია.
ლაშა თაბაგარი