ანტონი „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ ჩამოაშორეს

0
2

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემდეგ, გარემარბი დროებით „მანჩესტერ იუნაიტედიდანაც“ მოკვეთეს. 23 წლის სამხრეთ ამერიკელს რამდენიმე გოგონა ძალადობაში ადანაშაულებს. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა რაისა დე ფრეიტასმა განაცხადა, რომ გასული წლის მაისში ფეხბურთელი ერთ-ერთ ღამის კლუბში თავს დაესხა.
ბანკის თანამშრომელი ინგრიდ ლანა ირწმუნება, რომ ანტონი მის გაუპატიურებას ეცადა და ასევე ხელი ჰკრა, რის შემდეგ კედელს მიანარცხა. მანამდე, ბრაზილიელი მეგობარმა გოგონამ დაადანაშაულა ძალადობაში და სიკვდილით მუქარაში.
„გადავწყვიტეთ, რომ ანტონის გუნდში დაბრუნება გადავდოთ ახალი ინფორმაციის გამოჩენამდე, რომელიც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უკავშირდება. ჩვენი კლუბი სისასტიკის და ძალადობის ნებისმიერ გამოვლენას გმობს“ – ნათქვამია მანჩესტერელთა ოფიციალურ განცხადებაში.
თავად ანტონიმ სოციალურ ქსელში ასეთი სახის განცხადება გაავრცელა:
„კლუბთან მოვილაპარაკეთ, რომ დროებით არ ვიქნები, ვიდრე ჩემს მიმართა წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით საქმის გარჩევა მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ დანაშაული არ ჩამიდენია და სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ“.
ლაშა თაბაგარი