საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიეტუველ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვდრა ჩაატარა, რომელიც ფრედ დასრულდა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი სათადარიგო მოედანზე გამართულ მატჩში, მასპინძლები მე-8 წუთზე ბასილაძემ დააწინაურა. სტუმრებიდან წონასწორობა იანსონასმა აღადგინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა 19-წლამდელებმა პირველ სპარინგში ბალტიისპირელი თანატოლები 1:0 დაამარცხეს.
საქართველო – ლიეტუვა 1:1 (1:1)
10 სექტემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.
საქართველო: ბედიაშვილი, ნარიმანიძე (კ) (ბუკია, 46), ტყეშელაშვილი, სადღობელაშვილი, ფაღავა (ყვალაშვილი, 64), ლორთქიფანიძე (კანტიძე, 64), ფეიქრიშვილი, მაშავა, ბასილაძე (სამუშია, 64), ნინიძე (ქარსელაძე, 64), ცეცხლაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გოლები: 1:0 ბასილაძე (8), 1:1 იანსონასი (29).
გაფრთხილება: ცივილკა (50), ფაღავა (51), ლატვისი (54), ლიცკუნასი (69).
მთავარი მსაჯი: ილია იზორია.
მაისურაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე, 19-წლამდელები – კვიპროსს, მოლდოვას და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან, 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
საკვალიფიკაციო რაუნდი
15 ნოემბერი | საქართველო – კვიპროსი
18 ნოემბერი | საქართველო – მოლდოვა
21 ნოემბერი | საქართველო – ესპანეთი
ლაშა თაბაგარი
