ნეიმარი გატანილი გოლების რაოდენობით ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი გახდა,
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში ბრაზილიამ ქალაქ ბელემში, ჟურნალისტ ედგარ აუგუსტო პროენსას სახელობის სტადიონზე ბოლივია 5:1 გაანადგურა.
ნეიმარმა 61-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა – 4:0, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე დუბლი შეასრულა. მას მესამე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ მე-14 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. მან ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 77 გოლი გაიტანა და ამისთვის 125 მატჩი დასჭირდა, ხოლო აწ გარდაცვლილმა „ფეხბურთის მეფემ“ მეტოქეთა კარი 77-ჯერ 91 შეხვდრაში აიღო.
ლაშა თაბაგარი
