საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ესპანეთთან 1:7 წაგებული მატჩის შემდეგ, სათქმელი არაფერი ჰქონდაა და მოიბოდიშა.
ოთარ კიტეიშვილი: “შედეგის მიზეზი ალბათ ძალიან ბევრია. უბრალოდ, ძალიან არასაკმარისი იყო ჩვენი მხრიდან ის, რაც მოედანზე ვნახეთ. ყველანი ვემზადებოდით, მაგრამ… ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს, ძალიან დასანანია, არ ვიცი, რა გითხრათ. ყველა საფეხბურთო ასპექტში ესპანეთის ნაკრებმა ძალიან, ძალიან, ძალიან დაგვჩაგრა.
რა თქმა უნდა, ესპანეთს როცა ეთამაშები, კომპაქტურად უნდა დაიცვა თამაში, ხაზებს შორის ფეხბურთელები უნდა გაგვეკონტროლებინა, რაც ვერ შევძელით. ვერ შევასრულეთ, რაც გვქონდა დავალებული და შედეგიც სახეზეა”.
