ბადრი კვარაცხელია:„ხვიჩასთვის პირველ ადგილზე ფეხბურთია, ხოლო შემდეგ – ფული“

0
6

ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კვარაცხელიამ CalcioNapoli24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შვილი „ნაპოლიში“ ბედნიერია და ხელფასთან დაკავშირებით კლუბში პრობლემა არ აქვს.
„იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის“ გამარჯვებამ ძალიან გამახარა და ამას გუნდის ყველა გულშემტკივარს ვულოცავ. ჩემი ოჯახი ბედნიერია, რომ ხვიჩა ამ კლუბში თამაშობს. მინდა მადლობა გადავუხადო „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც ჩემს შვილს მისცეს და მიხარია, რომ ხვიჩას ამ პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი შეაქვს.
ნეაპოლში ცხოვრებით ბედნიერი ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ნეაპოლელს, რადგან მათი დახმარებით აქ თავს ისე ვგრძნობთ როგორც თბილისში. იმედია, „ნაპოლი“ სკუდეტოს ამ სეზონშიც მოიგებს. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ხვიჩას კლუბში ხელფასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს. ამ თემას არასოდეს შევხებივართ, რადგან ჩვენთვის პირველ ადგილზე ფეხბურთია, ხოლო შემდეგ – ფული.
გარდა ამისა, მინდა, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა იცოდნენ: ხვიჩას კლუბის შეცვლა არ სურს და მისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჩემი შვილი ბევრს მუშაობდა და „ოქროს ბურთის“ 30 პრეტენდენტს შორის მოხვედრას იმსახურებს. ეს „ნაპოლის“ და ხვიჩას თანაგუნდელების დამსახურებაცაა, რომლებიც მას ამ მიზნის მიღწევაში ეხმარებოდნენ.
საქართველოში მადრიდის „რეალს“ ბევრი გულშემატკივრობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ  „ნაპოლი“ როდესაც ჩემპიონთა ლიგაში ესპანელებს შეხვდება, ყველა ნეაპოლურ გუნდს უგულშემატკივრებს“ – განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.
ლაშა თაბაგარი