საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიეტუვასთან პირველი ამხანაგური შეხვედრა მოიგო.
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბალტიისპირელებს მინიმალური ანგარიშით აჯობა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მასპინძლებმა 85-ე წუთზე ნიკოლოზ ნინიძის გატანილი გოლით გაიმარჯვეს. აქვე გეტყვით, რომ მასპინძლებიდან 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი გიორგი ქარსელაძემ მიიღო, ხოლო 69-ე წუთზე სანდრო ავალიანმა.
მაისურაძის შეგირდები ლიეტუველ თანატილებთან მომდევნო სპარინგს 10 სექტემბერს ჩაატარებენ.
U19 | შემადგენლობა:
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რეზი კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა).
მცველები: დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), დავით ფაღავა (დინამო ბათუმი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (საბურთალო), გიგი გოგია (ქუინს პარკ რეინჯერსი, ინგლისი), გიორგი ქარსელაძე (რიუ ავე, პორტუგალია), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი).
ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ კანტიძე (საბურთალო), ნიკოლოზ ყველაშვილი (საბურთალო), ათული მაშავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (ლოკომოტივი თბილისი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია).
თავდამსხმელები: სანდრო ავალიანი (საბურთალო), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა სამუშია (ანორთოსისი, კვიპროსი).
ვასილ მაისურაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე, 19-წლამდელები – კვიპროსს, მოლდოვას და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან, 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
საკვალიფიკაციო რაუნდი
15 ნოემბერი | საქართველო – კვიპროსი
18 ნოემბერი | საქართველო – მოლდოვა
21 ნოემბერი | საქართველო – ესპანეთი
ლაშა თაბაგარი
