„ბარსელონას“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს

0
66

„ბარსელონას“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს.
El Nacional-ის ინფორმაციით, კატალონიელებს „ნაპოლის“ ფეხბურთელის ყიდვა 2024 წლის ზაფხულში უნდათ. კლუბის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ არსებული ფინანსური პრობლემების დიდი ნაწილი მოაგვარეს და სეზონის ბოლომდე კვარაცხელიას შესაძენად თანხა ექნებათ.
უახლოეს თვეებში „ბარსელ;ონას“ სკაუტები კვარაცხელიას გამოსვლას ყურადღებით დააკვირდებიამ. ესპანურ გრანდში მიაჩნიათ, რომ ხვიჩას შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე გახდესს.
ცნობისთვის, „ნაპოლის“ კვარაცხელიას გაყიდვა 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ სურს.
ლაშა თაბაგარი