„ხეტაფემ“ მეისონ გრინვუდი წარადგინა

0
4

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი „ხეტაფეში“ გაანათხოვრა. 21 წლის ფეხბურთელი ესპანურ კლუბში 2023-2024 წლების სეზონს გაატარებს.
გრინვუდი „მანჩესტერის“ აღზრდილია და მან ინგლისური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 129 მატჩში 35 გოლი გაიტანა. თუმცა, მას ბოლო 18 თვე „იუნატედში“ არ უთამაშია, რადგან გოგონაზე თავდასხმასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.
გრინვუდს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და კლუბს მისი შენარჩუნება არ სურს.
ლაშა თაბაგარი