„მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი ანტონი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის
შესარჩევი ციკლში ბოლივიასთან და პერუსთან მატჩებისთვის შეკრებაზე გამოიძახეს, ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთეს. მის მაგივრად კი ლონდონის „არსენალის“ ფორვარდ გაბრიელ ჟეზუსს უხმეს.
„ანტონისთან დაკავშირებული ფაქტებიდან გამომდინარე, რომლებიც ცნობილი ორშაბათს გახდა და რომელთა გამოძიება აუცილებელია. ასევე, სავარაუდო მსხვერპლის დაცვის მიზნით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია გაცნობებთ, რომ სპორტსმენი შემადგენლობიდან მოიკვეთა“ – იუწყება ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
ანტონის მოკვეთის მიზეზი მისი ყოფილი მეგობარი გოგოს გაბრიელა კავალინის განცხადება გახლდათ, რომლის თანახმად ფეხბურთელი 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე მას ხშირდ ცემდა და მოკვლით ემუქრებოდა.
ლაშა თაბაგარი
