„ატლეტიკომ“ კარასკო საუდის არაბეთში გაყიდა

0
5

მადრიდის „ატლეტიკომ“ იანიკ ფერეირა კარასკო საუდის არაბეთის კლუბში გაყიდა. ბელგიის ეროვნული ნაკრების გარემარბმა „ალ შაბაბთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის სანაცვლოდ მადრიდელები 15 მილიონ ევროს მიიღებენ.
კარასკო „ატლეტიკოში“ 2015-2018 და 2020-2023 წლებში თამაშობდა. მან მადრიდელთა მაისურით 265 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა.
კარასკო „ატლეტიკოს“ გარდა საფრანგეთის „მონაკოში“ და ჩინეთის „დალიანში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი