სერხიო რამოსი 18-წლიანი პაუზის შემდეგ „სევილიაში“ დაბრუნდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების 37 წლის ექსმცველმა ანდალუსიელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „სევილიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურა.
რამოსი „სევილიაში“ 2002-2005 წლებში თამაშობდა, რის შემდეგ, მადრიდის „რეალში“ გადავიდა და არაერთი ტიტული მოიგო. 2022 წელს „სამეფო კლუბის“ კაპიტანმა პსჟ-ს მიაშურა.
რამოსი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების (180) რაოდენობით რეკორდსმენია. მან „ფურია როხასთან“ ერთად ორჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ერთხელ – მსოფლიო ჩემპიონატი.
რამოსი “სევილიაში” ერთ მილიონ ევროს გამოიმუშავებს, როდესაც საუდის არაბეთის “ალ იტიჰადი” წელიწადში 16 მილიონს სთავაზობდა.
ლაშა თაბაგარი
