გიორგი ხარაიშვილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე თბილისის “დინამოში” დარჩება. ამის შესახებ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახურის იუწყება:
“დინამო თბილისსა” და ბუდაპეშტის “ფერენცვაროშის” შორის გიორგი ხარაიშვილის იჯარასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება”.
ხარაიშვილი “დინამოს” 2023 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 27 წლის ნახევარმცველმა “ლურჯ-თეთრების” რიგებში 25 მატჩი გამართა. მის ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.
