“დილამ” გეილი “რაპიდში” 660000 ევროდ გაყიდა

0
47

გორის “დილამ” ის თანხა დაასახელა, რომელსაც კლუბი ბარბადოსელი გარემარბის ავსტიირს ვენის “რაპიდში” გაყიდვისგან მიიღებს.
,დილამ “ვენის რაპიდთან” შეთანხმებას მიაღწია ტიერი გეილის ტრანსფერთან დაკავშირებით. ტრანსფერის თანხა შეადგენს 660 000 ევროს, რომლის გადახდაც მოხდება ეტაპობრივად 2023-2025 წლების სეზონებში. ტიერი ჩვენმა გუნდმა უფასოდ დაიმატა ბუდაპეშტის “ჰონვედიდან”, რომელიც მიიღებს მნიშვნელოვან თანხას ამ ტრანფერიდან, რადგან “ჰონვედმა” შეინარჩუნა უფლებები მომავალი გაყიდვიდან.
ტიერი აღმოაჩინა საერთაშორისო სკაუტურმა პლატფორმამ STARI, რომელიც მუშაობს გორის “დილასთვის” და ასევე ექსკლუზიურად ისრაელში, ისრაელის ჩემპიონის ჰაიფას “მაკაბისთვის”. STARI-მ წარსულში “დილაში” სხვა გამორჩეული ლეგიონერები მოიყვანა, მათ შორის ლეანდრო რიბეირო და უსმან კამარა.
ტიერიმ 74 მატჩში, 16 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან დიდი პროგრესი განიცადა გორის “დილაში”, მადლობას ვუხდით მას გუნდის წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის”- იუწყება გორელთა პრესსამსახური.