კაშიამ მიმდინარე სეზონში პირველად შეაგდო

0
53

გურამ კაშიამ მიმდინარე სეზონში ბრატისლავას „სლოვანში“ თავისი პირველი გოლი გაიტანა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ბრატისლაველები შინ „პოდბერეზოვასთან“ 0:2 აგებდნენ, მაგრამ სამი ქულა მაინც აიღეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კაშიამ შეუცველად ითამაშშა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულები დროს ბრატისლაველთა ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის კართან ჩააწოდა, სადაც კაშიამ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თავით გაიტანა – 2:2. მან მიმდინარე სეზონში შიდა ჩემპიონატში პირველად ითამაშა. ჩვენი ეროვნული გუნდის ექსკაპიტანი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ასევე სასტარტოში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. „სლოვანიდან“ გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე სომეხმა ლეგიონერმა ბარსეგიანმა შეაგდო.
მოქმედ ჩემპიონ „სლოვანს’ 8 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი