სიგუას სადებიუტო გოლმა „ბაზელს“ ქულა გადაურჩინა

0
3

გაბრიელ სიგუამ „ბაზელში“ გადასვლის შემდეგ, შვეიცარიის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-6 ტურში „ბაზელი“ სახლში ჩემპიონატის ლიდერ „ციურიხს“ შეხვდა და ქულა ქართველი ნახევარმცველის წყალობით გადაარჩინა.
სიგუა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა.
73-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე რენატო ვეიგამ შეამცირა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარემ მოიგერია, ხოლო იქვე მდგომაა სიგუამ ზუსტად დაამატა – 2:2.
18 წლის სიგუამ „ბაზელის“ მაისურით შვეიცარიის ჩემპიონატში მეორედ ითამაშა და ერთი გოლი ჩაიწერა.
„ბაზელს“ ძალიან ცუდი სტარტი აქვს და 4 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი