გელაშვილის დებიუტი სერია B-ში შედგა, საზონოვი „ტორინოს“ განაცხადში მოხვდა

0
3

ივა გელაშვილის იტალიის სერია B-ში დებიუტი შედგა. მე-4 ტურში „სპეცია“, რომელსაც 22 წლის ქართველი მცველი ცოტა ხნის წინ შეუერთდა, შინ „კომოსთან“ 0:1 დამარცხდა. გელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე ბარბამ გაიტანა. „სპეციას“ 1 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლუკა ლოჩოშვილმა ამ სეზონში „კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა. კრემონელები შინ გენუის „სამპდორიას“ დაუზავდნენ (1:1) და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა, ხოლო 38-ე წუთზე გააფრთხილეს.
„კრემონეზე“ 5 ქულით 20-გუნდიან სერია B-ში მე-8 ადგილზეა.
სერია A-ს მე-3 ტურში „ტორინომ“ შინ „ჯენოას“ 1:0 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა საზონოვი, რომელიც მასპინძლებს გასულ კვირაში შეუერთდა სათადარიგო იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ტორინო“ 4 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მეთერთმეტეა.
ლაშა თაბაგარი