კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერ ქობულეთის “შუქურას” ესპანელი სპეციალისტი გაწვრთნის. ამის შესახებ ქობულეთური კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“შუქურას” მთავარ მწვრთნელად კარლოს გონსალეს არო დაინიშნა. 50 წლის ესპანელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა მადრიდის “რეალში” დაიწყო, სადაც ფიზიკური მომზადების მწვრთნელად მუშაობდა და არაერთ გამორჩეულ მწვრთნელს უწევდა პარტნიორობას ასისტენტის რანგში.
გონსალეს არო სხვადასხვა დროს მუშაობდა ბაჰრეინის ნაკრებში, “ნიუკასლში”, “რეალ სოსიედადში” და “შერიფში” სხვადასხვა პოზიციებზე ( ფიზ. მომზადების მწვრთნელი, ანალიტიკოსი, კონსულტანტი, გუნდის ფსიქოლოგი )”
