მიქაუტაძის დებიუტი “აიაქსში” შედგა – არველაძისა და ქინქლაძის შემდეგ მესამე ქართველი

0
4

გიორგი მიქაუტაძის დებიუტი ამსტერდამის “აიაქსში” შედგა. ერედივიზიონის მე-4 ტურში ამსტერდამელები სტუმრად სიტარდის “ფორტუნას” უგოლოდ გაეყარნენ, ხოლო “მეციდან” 16 მილიონ ევროდ ნაყიდმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.
ის შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ, მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ნიდერლანდურ გრანდში ითამაშა. გარდა ამისა, მეათე ქართველია, ვინც ერედივიზიონში იასპარეზა.
სხვათა შორის, განვლილ შეხვედრაში ამსტერდამელთა მხრიდან ყველაზე სახიფათო მომენტი სწორედ მიქაუტაძემ შექმნა, როდესაც მასპინძლების საჯარიმოს მისადგომებთან ორ მეტოქეს გაცდა და სახიფათოდ დაარტყა – “ფორტუნას” მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
პირველ ტაიმში გიორგის ბურთი ფაქტობრივად არ ჰქონია, ხოლო მეორეში ზემოთ ნახსენებ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, ბურთი მიღების დროს რამდენიმეჯერ მარტივ სიტუაციაში დაკარგა და არაზუსტი პასებიც გააკეთა. თუმცა, ეს გასაგებიცაა, რადგან გუნდს სულ რამდენიმე დღეა შეუერთდა და “ააიქსიც” ამჟამად ერედივიზიონში ძველებურად მრისხანე არაა. ამსტერდამელებს ფაქტობრივად ახალი გუნდი ჰყავთ, რომლიც ძალიან ახალგაზრდულია და მაღალი დონის გამოცდილი მოთამაშეებოც აკლიათ. ამაზე სეზონის სტარტზე მოპოვებული მხოლოდ 5 ქულა და 18-გუნდინ სატურნირო ცხრილში “აიაქსისთვის” უჩვეულო მე-11 ადგილი მეტყველებს.
ლაშა თაბაგარი