მიქელთაძის ულამაზესი გოლი და გამარჯვება ყაზაიშვილთან

0
3

ბექა მიქელთაძემ სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა, რომელიც ძალიან ეფექტური და რაც მთავარია მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
„გვანჯოუ“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის 29-ე ტურში სტუმრად მოქმედ ჩემპიონ „ულსანს“ შეხვდა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილია და 2:0 დაამარცხა.
მიქელთაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, მცველის მიერ მოგერიებული ბურთი საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით „ცხრიანში“ გაგზავნა. ის 70-ე წუთზე შეცვალეს. ყაზაიშვილმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.
ლაშა თაბაგარი