კვარაცხელის პირველი სასტარტო სეზონში და „ნაპოლის“ პირველი წაგება

0
4

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩააატარა. მოქმედი ჩემპიონი თავის მოედანზე რომის „ლაციოს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამაცხდა.
პირველი ტაიმის შუაწელში კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და „ლაციოს“ მეკარემ გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
მატჩის 30-ე წუთზე ფელიპე ანდერსონმა ნეაპოლელთა საჯარიმოში ძალიან კარგი პასი გაუკეთა კარისკენ ზურგით მდგომ ლუის ალბერტომ, რომელმაც ქუსლით დაარტყა და ანგარიში გახსნა – 0:1.
მასპინძლებმა საპასუხო ბურთი ერთ წუთში გაიტანეს, როდესაც ზელისნკიმ სააჯრიმოში გარედან დაარტყა და ორმაგი რიკოშეტის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა – 1:1.
52-ე წუთზე რომაელთა კონტრეტევა მარჯვენა ფლანგზე ფელიპე ანდერსონმა დაიწყო, რომლის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ლუის ალბერტომ ბურთი გაატარა, ხოლო იაპონელმა კამადამ შორეულ კუთხეში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა – 1:2.
კვარაცხელია 66-ე წუთზე რასპადორიმ შეცვალა. ამის შემდეგ გენდუზის პასით გოლი მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა ძაკანიმ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, ცოტა ხანში თავი გენდუზიმ გამოიჩინა, თუმცა ბურთი ისევ არ ჩაითვალა, რადგან ფრანგი ნახევარმცველის დარტყმამდე ძაკანი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
დარჩენილ დროში “ნაპოლიმ” ანგარიში ვერ გაათანაბრა და ამ სეზონში პირველად დამარცხდა. რუდის გარსიას გაწვრთნილ გუნდს 6 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი