გიორგი მამარადაშვილმა ნინდიბარე სეზონში პირველად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ნიუხედავად იმისა, რომ “ვალენსია” ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში სტუმრად “ალავესთან” 0:1 დამარცხდა, საქართველოს ეროვნული ნააკრების მეკარე “მატჩის მეფედ'” აღიარეს. სხვათა შორის, იშვიათად ხდება ხოლმე რომ წაგებული გუნდის მოთამაშე შეხვედრაში საუკეთესოდ დაასხელონ.
მატჩის დებიუტში სოკაჯარმა ძალიან ცუდად დაუბრუნა ბურთი მამარდაშვილს, რომელიც კარიდან გამოვიდა, მაგრამ მეტოქემ დაასწრო, რომელიც ქართველმა გოლკიპერმა წააქცია. მსააჯმა მამარდაშვილი გააფრთხილა და პენალტი დანიშნა. “ალავესიან” თერთმეტმეტრიანი კიკე გარსიამ შეასრულა, რონელიც გიორგიმ მოიგერია. მან “ვალენსიაში” გადასვლის შემდეგ ოფიციალურ მატჩებში პირველი პენალტი აიღო. მანამდე. ვალენსიელთა კარის დარაჯმა “მილანთან” ამხანაგურ შეხვედრაში არ გაატანინა თერთმეტმეტრიანი მეტოქეს. თუმცა, პენალტის დარტყმის მომენტში სტუმართა ფეხბურთელი დიეგო ლოპესი საჯარიმოში დარტყმამდე შევიდა და მამარდაშვილი მოგერიებულ ბურთზე მეტოქეს თამაშის საშუალება არ მისცა, რის გამო მსაჯმა მასპინძლებს თერთმეტმეტრიანი განმეორებით დარტყმის უფლება მისცა. თერთმეტმეტრიანი ნიშნულთან ისევ კიკე გარსიამ მივიდა და მამარდაშვილმა მისი დარტყმული ბურთი კვლავ მოიგერია.
გიორგის კარგი თამაშის მოიხედავად “ღამურები” წაგებას ვერ გადაურჩნენ. თამაშის მე-6 წუთზე ოზკაჯარმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა და ეს გოლი განვლილ დაპირისპირებაში ერთადერთი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის შუაწელში “ვალენსიას” ანგარიში გათანაბრება შეეძლო, როდესაც დიეგო ლოპესმა მასპინძელტა საჯარიმოში კარგი მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და მეკარისგან მარცხენა კუთხეშო დამიზნებით დაარტყა, მაგრამ სივერამ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. თავის მხრივ კიკე გარსიას გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ კარის ახლოდან თავით ბურთი მიზანს ააცილა.
საბოლოო ჯამში, “ვალენსიამ” ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და 6 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
