დავითაშვილის შედეგიანი გადაცემა და საშინაო მარცხი

0
1

„ბორდომ“, რომელსაც გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ცოტა დააკლდა, მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო.
ზურიკო დავითაშვილის გუნდი ამჯერად ლიგა 2-ის მე-5 ტურში შინ „ოსერთამ“ 2:4 დმარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26-ე წუთზე მარცხნიდან მეტოქის საჯარიმოში შესულმა ზუსტი პასი პედრო დიასს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. თუმცა, ამის შემდეგ მასპინძლებმა ზედიზედ 4 გოლი გაუშვეს, რასაც ერთი გატანილი ბურთით უპასუხეს და საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ.
ერთ ეპიზოდში დავითაშვილმა „ოსერის“ კარი კი აიღო, მაგრამ მასზე თამაშგარე დააფიქსირეს. გარდა ამისა, ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი ხარიხასაც მოახვედრა.
„ბორდოს“ ამ სეზონშიც მიზნად ელიტაში აღზევება აქვს, მაგრამ ასეთი თამაშით წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწევს. ჟირონდელები 6 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი