„უოტფორდმა“, რომლის ღირსებას საბა ლობჟანიძე იცავს, ინგლისის ჩემპიონშიფში ზედოზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ, ქულა სტუმრად აიღო.
უოტფორდელები „ქოვენთრის“ ესტუმრნენ და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას სამჯერ იგებდნენ, საბოლოოდ სახლში 3 ქულით ვერ დაბრუნდნენ – 3:3.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მის გუნდი 2:1 იმარჯვებდა. მართალია, დაპირისპირება უხვგოლიანი აღმოჩნდა, მაგრამ ჩაკვეტაძეს თავის ანგარიშზე გოლი ან საგოლე პასი არ ჩაუწერია. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მე-20 წუთზე პენალტი ვერ გაიტანეს.
„უპტფორდი“ 5 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 პოზიცაზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურში დონეცკის „შახტარი“ გასვლაზე აუტსაიდერ „მინაის“ ეთამაშა და 4:1 გაიმარჯვა. ირაკლი აზაროვმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი განაცხადში არ იყო, რადგან წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. მოქმედი ჩემპიონი „შახტარი“ 14 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი ჩაკვეტაძის ქულა უხვგოლიან დაპირისპირებაში