კიტეიშვილის გოლი და საგოლე პასი ავსტრიაში

0
0

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-6 ტურში გრაცის „შტურმი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ალტახს“ შეხვდა და 2:1 მოუგო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 62-ე წუთზე კიტეიშვილმა „ალტახის“ საჯარიმოში ერთი მოძრაობით ბურთი მეტოქის მოთამაშეს ფეხზე „გადაატარა“ და მეორეთი ახლა კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1.
„ალტახიდან“ 78-ე წუთზე ანგარიში კოლერმა გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კიტეიშვილმა მასპინძლების საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი „ალტახის“ ფეხბურთელს აართვა და პასით მეკარესთან პირისპირ ფუზეინი დატოვა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
„შტურმი“ 16 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველა ადგილზეა, თუმცა ერთი მატჩით მეტი ჩაატარა მოქმედ ჩემპიონ „ზალცბურგზე“, რონელიც მეორე პოზიციაზეა.
“ვოლფსბერგერი” შინ “ჰარტბერგთან” 0:3 დამარცხდა. მასპინძლებში სანდრო ალთუნაშვილმა ეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი