ვოლკოვმა “ქართული” დერბი წააგო

0
3

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-5 ტურში “ქართული” დერბი შედგა. ბაქოს “საბაჰმა”, სადაც დავით ვოლკოვი გამოდის თოვუზის “თურანი” მიიღო, რომლის ღირსებას ფირუზ მაგრაქველიძე იცავს.
ბაქოელებმა 0:3 წააგეს, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 81-ე წუთზე შეცვალეს. მაგრაქველიძემ გამარჯვებულთა შემადგენლობაში 75-ე წუთიდან ითამაშა.
“თურანი” 9 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო “საბაჰი” 4 ქულით მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი